skip to content
ახალი ამბები

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ცხინვალს ესტუმრა

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი 4 ნოემბერს ცხინვალს ესტუმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაგეგმილ რეფერენდუმს, როგორც “ოსი ხალხის თვითგამორკვევის“ გამოხატვას, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ვიზიტის დროს მამსუროვი დაესწრო შეხვედრას, რომელიც ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითსა და “საზოგადოების წარმომადგენლებს“ შორის გაიმართა 12 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის განხილვის მიზნით.


კოკოითმა კიდევ ერთხელ დაგმო, როგორც მან უწოდა, თბილისის მიერ მხარდაჭერილი ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, მისი თქმით, “ოსი ხალხის გახლეჩვას“ ისახავს მიზნად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button