skip to content
ახალი ამბები

საქართველო არ გადაიხდის არაკომერციულ ფასს გაზში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო არ გადაიხდის “გაზპრომის“ მიერ შემოთავაზებულ ფასს გაზში, რომელიც 1000 კუბურ მეტრზე 230 აშშ დოლარს შეადგენს, თან იქვე დასძინა, რომ ეს “არაკომერციული ფასია“.


“თუ ეს იქნება კომერციული ფასი ერთნაირი მთელი რეგიონისთვის [სამხრეთ კავკასიისთვის], მაშინ ბუნებრივია,ჩვენ ამ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. ხოლო თუ ეს იქნება დამსჯელი ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ, ამ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება და ჩვენ ამ არაკომერციულ ფასს ნამდვილად არ გადავიხდით. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი“, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს. 


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რათა დაარწმუნოს ისინი გაზარდონ საქართველოს წილი შაჰ-დენიზის გაზის შესყიდვაში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან, რომელიც ექსპლოატაციაში 2006 წლის დეკემბერში შევა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button