ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის როტაცია განხორციელდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი პაატა ბედიანაშვილი აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს განხორციელებული როტაციის შედეგად ქართული სამშვიდობო კონტიგენტის რაოდენობა დადგენილ კვოტაზე – 500 კაცზე  – ნაკლებია.


მან ასევე უარყო შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის განცხადება იმის თაობაზე, რომ როტაციის ვადები და სამშვიდობოთა საგუშაგოებზე განაწილების წესი დაირღვა. 


“კერძოდ ერედვისა და აჩაბეთის საგუშაგოებზე ჯარისკაცთა რაოდენობა აღემატება შერეული საკონტროლო კომისიის მიერ დაწესებულ რაოდენობას“,  – იუწყება 31 ოქტომბერს “რია ნოვოსტი“ შერეული სამშვიდობო ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით. 


“როტაციის პერიოდში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. როტაცია წესების სრული დაცვით განხორციელდა. სამშვიდობოების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, არსებულ ქვოტასთან შედარებით“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პაატა ბედიანაშვილმა. 

Back to top button