ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისათვის პირობებს უყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართულ–რუსული პოლიტიკური კონტაქტების აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რეალურ ნაბიჯებს გადადგამს თბილისი მოსკოვთან ურთიერთობებში, იტყობინება 24 ოქტომბერს “ინტერფაქსი“.


“ქართულმა მხარემ უნდა გადადგას საგნობრივი, რეალური ნაბიჯები, რომლებიც დაამტკიცებენ მის სურვილს რუსეთთან  ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საუბარი რაიმე სახის ორმხრივი შეხვედრების თაობაზე მაღალ და უმაღლეს დონეებზე“, – განაცხადა კარასინმა.


23 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ–ჯერობით არ აპირებს საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენას, რომელიც 3 ოქტომბრიდან ჯაშუშების სკანდალის შედეგად შეწყდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button