ახალი ამბები

აშშ არ ეთანხმება აფხაზეთზე რუსეთის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას

აშშ-ს ელჩმა გაეროში ჯონ ბოლტონმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ დაუჭერს მხარს რუსეთის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციის პროექტს აფხაზეთში არსებული ვითარების თაობაზე “მისი ამჟამინდელი ფორმით“.


ბოლტონის თქმით, რეზოლუციის პროექტი “უსამართლო და გაუწონასწორებელია“.


“ის არ შეიცავს ადგილზე არსებული სიტუაციის ზუსტ შეფასებას. ჩვენ მუშაობა მოგვიწევს მის შესაცვლელად“, – დასძინა მან.


რუსეთი მოუწოდებს დაიგმოს აფხაზეთში ქართული მხარის ქმედებები, კერძოდ ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსება და საქართველოს ხელისუფლების ის ქმედებები, რომლებიც რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას ისახავს მიზნად, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთზე ახალ რეზოლუციაზე იმსჯელებს, რადგანაც საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას მანდატი 15 ოქტომბერს ეწურება.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button