skip to content
ახალი ამბები

დამკვირვებლები დარღვევების შესახებ საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ აცხადებენ, რომ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დილიდანვე დაფიქსირდა დარღვევები.


“ჩვენ ამ დარღვევების შესახებ უკვე ვაცნობეთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს… ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე არ დაუშვეს, მათ შორის გარდაბანში, ქუთაიში და ხელვაჩაურში“, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ.


მისი თქმით, “ძალიან სერიოზული დარღვევა“ დაფიქსირდა ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში, სადაც ადგილობრივმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ორჯერ მისცა ხმა ორ სხვადასხვა უბანზე.


“ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ მცირე დარღვევებს ადგილი ჰქონდა ზოგიერთი უბნის გახსნის დაგვიანებასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button