skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი საქართველოს შემდგომ “წინსვლაზე” საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა გორში სამხედრო ჰოსპიტალისა და ნატახტარის მონაკვეთზე ახალი ავტობანის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის “პასუხი, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ხდება“.


“ჩვენი პასუხი იქნება მხოლოდ ერთი: განვითარება, მშენებლობა და წინსვლა საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“ნახეთ რა ამბავია ატეხილი საქართველოზე, ნახეთ რა პროპაგანდა მიდის – დაიქცა, დაინგრა, განადგურდაო. ისე გავნადგურდით, რომ ისეთ გზებს ვაშენებთ, რომელიც ჯერ-ჯერობით რუსეთში არ არის, ისეთი საავადმყოფო გავხენით[გორში], რომელიც ჯერ-ჯერობით რუსეთში მაინცდამაინც არ არის, ისეთ სკოლებს ვაკეთებთ, რომელიც ჯერ-ჯერობით იქ [რუსეთში] არ არის და გვინდა, რომ იყოს და გაგვიხარდება, რომ იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 


“მე გეუბნებით რომ, ეს გზა აუცილებლად მივა სოხუმში და იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია… ჩვენ ახალი გამარჯვებები გველის წინ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


გორში გახსნილი სამხედრო ჰოსპიტალი მოემსახურება, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს.


“მთელი ცხინვალი აქ დაიწყებს სიარულს მალე, რადგან მსგავსი არაფერი რეგიონში არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button