skip to content
ახალი ამბები

რუსული თვითმფრინავით მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

29 სექტემბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი, რომელშიც 100-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იჯდა, თბილისის აეროპორტიდან მოსკოვისკენ გაფრინდა რუსეთის გადაწყვეტილების შედეგად განეხორციელებინა თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაცია“.  


მოსკოვში ასევე გაემგზავრა რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც მოსკოვმა კონსუტაციებისთვის გაიწვია.


რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემ მიხეილ სვირინმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, რომ  საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების და თბილისში განლაგებული რუსული ჯარების შტაბის თანამშრომლების ოჯახის წევრების “ევაკუაცია” განხორციელდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button