skip to content
ახალი ამბები

“რეზონანსის“ ინფორმაციით, კოდორში შეტაკება მოხდა

გაზეთი “რეზონანსი“ 20 სექტემბერს იტყობინება, რომ ზემო კოდორის ხეობაში შეიარაღებულ მეამბოხეებთან მომხდარი შეტაკების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.


ამავე ინფორმაციით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის წინ ემზარ კვიციანი სამთავრობო ძალების წინააღმდეგ პარტიზანული მოქმედებებით დაიმუქრა.


“შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გვაზავამ “რეზონანსს“ განუცხადა, რომ შეიარაღებული შეტაკება მართლაც მოხდა კოდორის ხეობაში, თუმცა საქართველოს საპოლიციო ძალებსა და აფხაზეთის კრიმინალურ ბანდებს შორის“, – წერს “რეზონანსი“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button