skip to content
ახალი ამბები

სერბეთის საგარეო უწყება საქართველოში იარაღის ექსპორტის აკრძალვას ითხოვს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაჟკოვიჩმა სერბული იარაღის საქართველოში ექსპორტის აკრძალვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ეს იარაღი შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.


“მაშინ როცა იარაღის ექსპორტი ან გადაცემა საქართველოსთვის არ არის მკაცრად აკრძალული, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაჟკოვიჩმა, იმ დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ეს იარაღი შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, მიიღო გადაწყვეტილება არ გასცეს ნებართვა ამგვარ ექსპორტზე ან გადაცემაზე“, – განაცხადა სერბეთის საგარეო უწყებამ 11 სექტემბერს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.


ამასობაში, სერბეთის საინფორმაციო სააგენტო BETA 13 სექტემბერს იტყობინება იარაღის მწარმოებელი სერბული კომპანია “ზასტავას” დირექტორის დრაგოლუბ გრიუოვიჩის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სერბეთის მთავრობა ყოყმანობს იარაღის ექსპორტზე “მხოლოდ ერთ ქვეყანაში“.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერბეთთან გარიგების დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button