skip to content
ახალი ამბები

ცსკ-ო არჩევნებისთვის მზად არის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, კომისია სრულ მზადყოფნაშია 5 ოქტომბერს დანიშნული თვითმართველობითი ორგანოების არჩევნების „დემოკრატიულად და გამჭირვალედ“ ჩასატარებლად. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 26 აგვისტოს მოაწერა, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი 27 აგვისტოს საღამოს გახდა.
 
გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, კომისიის მხრიდან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეექმნება პრობლემა რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებით.
 
„ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში რათა ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე როგორც ეს არის გათავლიწინებული კანონით და როგორც ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაიცბეის მოთხოვნა“, – განაცხადა 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერნციაზე გურამ ჩალაგაშვილმა.
 
მისი თქმით, თითქმის ყველა ტექნიკური საკითხი არის მოგვაბრეული. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაბეჭვდა და საარჩევნო უბნებში გამოკვრა.
 
დღეიდან ცსკ-ში ასევე საოლქო საარჩევნოი კომისიებში გამოცხადდა კონკურსი საუბნო  საარჩენო კოიმისიის წევრთა შესარჩევად, რაც 30 აგვისტოს დასრულდება. კონკურისის შედეგად დაკომპლექტდება დაახლოებით 3 ათასი საუბნო საარჩევნო კომისია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button