skip to content
ახალი ამბები

ანთაძე მოსკოვში კარასინს შეხვდა

დღეს მოსკოვში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინის შეხვდა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამხრეთ ოსური და აფხაზური კონფლიქტების მოგვარების და საქართველო-რუსეთი ურთიერთობების საკითხები განიხილეს .


დღესვე, კარასინი მოსკოვში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ბორის ჩოჩიევსაც შეხვდა.
 
აღნიშნული შეხვედრები 17-18 აგვისტოს მოსკოვში უშედეგოდ დასრულებული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შემდეგ შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button