skip to content
ახალი ამბები

თურქეთიდან დაზარალებულ მოქალაქეებს სპეც-რეისით თვითმფრინავით ჩამოიყვანენ

დღეს თურქეთის ქალაქ სამსუნში ავტოკატასტროფის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოსაყვანად სპეც-რეისით თვითმფირნავი გაიგზავნა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, იმ დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს, რომელთა მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდება საქართველოში ჩამოყვანა მთლიანად საქართველოს ხელისუფლება დაფარავს.
 
საქართველოს პრეზიდნეტმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს და იმ შემთხვევაში, თუ რეანომებილების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდება, სამსუნის საავადმყოფოდან ქართველებს საგანგებოდ გაგზავნილი თვითმფრინავით გადმოიყვანენ. 
 
„ხოლო თუკი ვინმე იქ, სამსუნში მოინდომებს მკურნალობის გაგრძელებას, ყველა ხარჯს საქართველოს ხელისუფლება აანაზღაურებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
თურქეთის ტერიტორიაზე ავტოკატასტროფა 16 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა ხოლო 22 დაშავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button