skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოხუმში ვიზიტს გეგმავს

7–8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თვითგამოცხადებულ აფხაზეთს ეწვევა, იტყობინება 5 აგვისტოს რუსეთის საგარეო უწყება.


კარასინი შეხვედება “აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას“, რუს სამშვიდობოთა მეთაურს სერეი ჩაბანს და გაეროს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს.


“ვიზიტი ხორციელდება რუსული დიპლომატიის მცდელობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებათა პროცესის სრულყოფილ განახლებას, რომელშიც რუსული მხარე შუამავლის და გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლის სახით მონაწილეობს“, – აცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button