ახალი ამბები

აფხაზური წყაროების ცნობით, კოდორში სიმშვიდეა

აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა 26 ივლისს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ემზარ კვიციანის შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა და ტყეში გაიფანტნენ.


“ამჟამად, ქართული პოლიციის ძალები სოფლებში აჟარასა და გენცვიშში ადგილობრივი მოსახლეობის პასტპორტებს ამოწმებენ“, – განაცხადა ზაიცევმა.


მისი თქმით, ამჟამად კოდორში სიწყნარეა და სროლები არ ფიქსირდება.


საქართველოს ოფიციალური პირები კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებენ. 25 ივლისს კოდორში სამთავრობო ძალები გაიგზავნა ემზარ კვიციანის და მისი გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button