skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ჩაიშალა. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, თუმცა ვიზიტის გადადების მიზეზი არ დააკონკრეტა.


“მე ვადასტურებ, რომ ეს ვიზიტი გადაიდო“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.


მისი თქმით, ვიზიტის გადადების შესახებ დეტალური განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე გაკეთდება.


საქართელოს პრეზიდენტი მოსკოვში დღეს დღის მეორე ნახევარში უნდა გამგზავრებულიყო დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალური სამიტის ფარგლებში რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button