ახალი ამბები

აშშ–მ გირგვლიანის საქმე საქართველოს მთავრობასთან განიხილა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საკითხი საქართველოს მთავრობასთან განიხილა, იტყობინება Associated Press-ი.  


“ჩვენი პოზიციაა, ნათლად გავაგებინოთ მთავრობას, რომ იმედი გვაქვს არაფერი დაიმალება და ყველა ვინც პასუხისმგებელია მართლმსაჯულების წინაშე წარდგება”, – განუცხადა აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა Associated Press-ს გასულ კვირას.  


თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ ყოფილ თანამშრომელს სანდრო გირგვლიანისთვის სხეულის განზრახ დაზიანებების მიყენების  ბრალდებით, რასაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება მოყვა, რვა და შვიდ–შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


თუმცა, გირგვლიანის ნათესავები, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ დანაშაული შსს-ს მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button