skip to content
ახალი ამბები

უნივერსიტეტის ეზოში გაერთიანებული აქცია მიმდინარეობს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის გამო სასამართლოს ეზოში შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც გამოტანილ “უსამართლო” განაჩენს აპროტესტებენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე პროფესორ–მასწავლებელთა აქციას მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც ფეხით გაიარეს უნივერსიტეტამდე მიმავალი გზა.


აქციის მონაწილეთა მსვლელობის დროს, რომელთაც წინ ოპოზიციონერი ლიდერები მიუძღოდნენ, დროდადრო ექსცესებს ჰქონდა ადგილი პოლიციასთან შეტაკებების სახით.


აქციის მონაწილე პროფესორ–მასწავლებლები უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებისა და რექტორის გიორგი ხუბუას წინააღმდეგ გამოდიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button