ახალი ამბები

ფრადკოვი: ჩვენ დსთ–ში ძალით არავის არ ვაჩერებთ

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა მიხეილ ფრადკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ძალით არავის აჩერებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ). ამის შესახებ ფრადკოვმა საქართველოსა და უკრაინის მიერ დსთ–ს შესაძლო დატოვების კომენტირებისას განაცხადა მინსკში, იუწყება “ინტერფაქსი“ 19 მაისს.


დსთ–ს დატოვების თაობაზე “ჩვენ არ გვსმენია ქვეყნის არც პირველი და არც მეორე პირებისაგან… ჩვენ არავის ვიჭერთ დსთ–ს შემადგენობაში, ვგულისხმობ რუსეთს, თუ ეს არ წარმოადგენს  პოლიტიკურ ინტერესს“, – განაცხადა ფრადკოვმა და აქვე დასძინა, რომ დსთ პერსპექტიული ორგანიზაციაა.


“ეს რესურსი ჯერ ამოწურული არ არის, ჩვენ დსთ–ს შენარჩუნების მომხრე ვართ“, – განაცხადა ფრადკოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button