ახალი ამბები

“ბორჯომის” მწარმოებელი: ფალსიფიცირებული “ბორჯომი” რუსეთში არ შედის

კომპანია “ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზაზა კიკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “რუსეთის ტერიტორიაზე არც ერთი ფალსიფიცირებული ბორჯომი არ შედის“.


მისივე თქმით, კომპანიას ოფიციალური შეტყობინება “ბორჯომის“ რუსეთში შეტანის აკრძალვის თაობაზე არ მიუღია, თუმცა კომპანიამ უკვე შეაჩერა “ბორჯომის” ექსპორტი.


“კომპანიის სახელზე ოფიციალური დოკუმენტი გამოგზავნილი არ არის, თუმცა ჩვენ დავეყრდენით რა წერილს, რომელიც გავრცელდა რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის სახელზე, შესაბამისად შევაჩერეთ გადატვირთვა“, – განაცხადა ზაზა კიკვაძემ.


რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ 4 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვის თაობაზე.

Back to top button