ახალი ამბები

კოკოითს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების დახმარების იმედი აქვს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 7 თებერვალს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალები “კარგად არიან მომზადებული, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ქართული მხარის შესაძლო აგრესიას“, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ “ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები“ დახმარებას აღმოუჩენენ სამხრეთ ოსეთს საომარი მოქმედებების შემთხვევაში.


“ოსი ხალხის უმეტესობა ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს და ისინი, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკები, განზე არ დადგებიან… ასევე არსებობს ორმხრივი შეთანხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო დახმარების თაობაზე და ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში“, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button