skip to content
ახალი ამბები

გილაური ბაქოში გაზის მოწოდების გაზრდაზე მოლაპარაკებებს გამართავს

25 იანვარს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტთან დავით ინგოროყვასთან ერთად ბაქოში გაემგზავრა.


„მოლაპარაკებები გვექნება დამატებითი გაზის მოწოდებაზე. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ეს გაზი რუსეთმა აზერბაიჯანს მიაწოდოს ან ამის გარეშეც რა შესაძლებლობა ექნება თავად აზერბაიჯანს, რომ საქართველოს მოაწოდოს დამატებითი გაზი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაქოში გამგზავრებამდე ნიკა გილაურმა.


საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება დაახლოებით 3–დან 2,5 მილიონ კუბურ მეტრამდე 24 ინავარს მას შემდეგ შემცირდა,რაც რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაზის კომპრესორი დაზიანდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button