skip to content
ახალი ამბები

საქართველო დსთ-დან გამოსვლას არ აპირებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჭოლაძემ 25 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არ დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ).


„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საკითხი ეკონომიკური, სოციალური და ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არ გამოვიდეს დსთ-დან“, – განაცხადა ჭოლაძემ.


საპარლამენტო ოპოზიციამ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ორგანიზაციიდან გამოსვლა მოსთხოვა, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დსთ-დან გამოსვლის შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების თავიდან აცილების მიზნით საკითხი დეტალურ განხილვას საჭიროებდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button