skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს წარმომადგენელი: აზერბაიჯანის გაზი სომხეთში მიედინება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 23 იანვარს განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის გაზი სომხეთში მიედინება“, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი აფეთქდა.


„მე ვიცი, რომ გაზი აზერბაიჯანიდან საქართველოში მიედინება და ვიცი, რომ ელექტროენერგია თურქეთიდან ასევე საქართველოში მიედინება [22 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქდა] და სომხეთსაც შეუწყდა გაზის მიწოდება,. ამრიგად, აზერბაიჯანული გაზი სომხეთს მიეწოდება“, – განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.


თუმცა, მან დეტალებზე არ ისაუბრა და არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აღწევს აზერბაიჯანული გაზი სომხეთს. ერთადერთი გზა, რომ აზერბაიჯანული გაზი სომხეთს მიეწოდოს, საქართველოზე გადის.


დადასტურების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული მხარის პროტესტს გამოიწვევს საქართველოს მიმართ.


თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა და საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ გუმბერიძემ უარყვეს, რომ აზერბაიჯანული გაზი სომხეთს მიეწოდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button