
მორიგი ავარია ენერგოკრიზისს ამწვავებს
საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება დაახლოებით 3–დან 2,5 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა, მას შემდეგ რაც რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაზის კომპრესორი დაზიანდა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 იანვარს.
გილაურის თქმით, მას არ გააჩნია ინფორმაცია თუ რა გახდა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარის სიახლოვეს მდებარე გაზის კომპრესორის დაზიანების მიზეზი.
საქართველომ აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან ყოველდღიურად 3 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებდა ყოველდღიურად, მას შემდეგ, რაც 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი აფეთქდა. გაზის ეს რაოდენობა თბილისის მოსახლეობისთვის და მე-9 ენერგობლოკის ასამუშავებლად იყო საკმარისი.
გილაურის თქმით, ახლადშექმნილი დეფიციტის გამო გაზის მიწოდება კვლავ შეუწყდება თბილისის ნაწილს.
„თავდაპირველი სიტუაცია, როდესაც ჩვენ შეგვეძლო მთელი თბილისის უზრუნველყოფა გაზით შეიცვალა და ახლა გაზის მიწოდება შეუწყდებათ თბილისის ერთ ნაწილს“, – განაცხადა გილაურმა.
„მე ვასაუბრე ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას, რომელმაც დამარწმუნა, რომ მიუხედავად გაზის ნაკლებობისა, რაც თავად აზერბაიჯანი ამჟამად განიცდის, საქართველოსთვის 2,5 მილიონი კუბური მეტრი აირის მიწოდება შენარჩუნდება“, – განაცხადა ნიკა გილაურმა პრეს-კონფერენციაზე.
კომპრესორის დაზიანების შემდეგ რუსეთიდან აზერბაიჯანში გაზის მიწოდება 4 მილიონი კუბური მეტრით შემცირდა.
გილაურის თქმით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შეფერხდა გაზსადენის შეკეთება ჩრდილოეთ ოსეთში.
„მე ვესაუბრე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს. მათი თქმით, ამ შეფერხების მიზეზი კონდენსანტის დაღვრაა. რუსული მხარე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა გილაურმა.
თუმცა, მან რუსული მხარის მიერ მოყვანილი მიზეზი ეჭვის ქვეშ დააყენა.
„ჩვენი ექსპერტების თქმით, ამ მილიდან კონდენსატის დაღვრა აბსოლუტურად შეუძლებელია“, – დასძინა მან.
გილაურმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს არ აქვს საშუალება დაესწროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, “რადგანაც მას სთხოვა რუსულმა მხარემ დაეტოვებინა იქაურობა”.
“ამრიგად, ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა იქ სარემონტო სამუშაოები ამჟამად”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეკითხვას მიიჩნევს თუ არა რომ გაზის კომპრესორის დაზიანება გამიზნულად მოხდა, გლაურმა უპასუხა, რომ მას არ სურს დაკვნების გაკეთება.
„მაგრამ ჩვენ გვაქვს შეკითხვები, რაც ეჭვებს ბადებს. რატომ არ უშვებენ ჩვენს წარმომადგენელს შემთხვევის ადგილას [ჩრდილოეთ ოსეთში]? რანაირად დაიწყო კონდესატმა მილსადენიდა დაღვრა ორი დღის შემდეგ რაც ეს მილი ააფეთქეს? ეს შეკითხვები გვაქვს ჩვენ, რომელზეც პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ,“ დასძინა ენერგეტიკის მინისტრმა.