ახალი ამბები

რუსეთის ელჩი: პანკისის ხეობაში ტერორისტების გარკვეული ნაწილი რჩება

საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში დღესაც იმყოფება „ტერორისტების გარკვეული რაოდენობა“.


გასულ კვირას რუსულ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩრდილეოთ კავკასიის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს იმის გამო, რომ პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტები იმყოფებიან.


„მართალია ვითარება იქ არ არის ისეთი როგორიც ორი წლის წინ იყო, მაგრამ გარკევული ნაწილი ტერორისტებისა მაინც იმყოფება.ძალიან კარგია რომ ზაფხული გავატარეთ შედარებით ნორმალურად, რაც რუსი და ქართველი მესაზღვრეების დამსახურებაა. ამასთან გარკვეული საშიშროება მაინც არსებობს“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.


რუსეთის ელჩმა აქვე დასძინა, რომ რეგულარული ინფორმაციის გაცვლა ხდება ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის, რის შედეგადაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ვითარება გაუმჯობესდა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button