ახალი ამბები

რუსეთის გენპროკურორის მოადგილე გაზსადენების აფეთქების შესაძლო მიზეზს ასახელებს

რუსეთის გენეპროკურორის მოადგილემ ნიკოლაი შეპელმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენების აფეთქების მიზანი შესაძლოა რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება იყო.


„ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ აფეთქებების მიზანი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესება იყო,“ – განუცხადა შეპელმა რუს ჟურნალისტებს.


მან უარყო ქართული მხარის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აფეთქებები რუსული მხარის მიერ იყო ორგანიზებული. „ეს განცხადებები არასერიოზულია, უფრო სწორედ კი სისულელე,“ – დასძინა შეპელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button