ახალი ამბები

ხაინდრავა: აფხაზეთში ქართული “ტერორისტული” ჯგუფები არ არიან

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ უარყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადება “ქართული ტერორისტული ჯგუფების გააქტიურების“ შესახებ და მას “პროვოკაცია“ უწოდა.


17 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის რაიონში “ქართული ტერორისტული ჯგუფების გააქტიურების გამო აფხაზეთი იტოვებს უფლებას ადეკვატური რეაგირებისთვის“.


“ეს არის ზღაპარი და ჩვენი მეზობელი სპეცსამსახურებიდან მოდის. ამის განმცხადებლები კი არიან სრული პროვოკატორები“, – განუცხადა ჟურნალისტებს 19 იანვარს გიორგი ხაინდრავამ.

Back to top button