ახალი ამბები

ხაინდრავა შსკ-ს სხდომის კვლავ თბილისში ჩატარებას ითხოვს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის კვლავ თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოდის. 


სახელმწიფო მინისტრის წინადადებაზე, რომ შსკ-ს სხდომა18-20 იანვარს თბილისში გამართულიყო , ოსურმა მხარემ უარი განაცხადა”უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის“ გამო. შედეგად, სხდომა არ შედგა.


“ვფიქრობთ რომ დავარწმუნებთ [ამჯერად მხარეებს], რომ აუცილებელია შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარება და ამისთვის ყველა უსაფრთხოების ზომა არსებობს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

Back to top button