skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე კონფლიქტების მოგვარების მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს

16 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგია თავის წვლილს შეიტანს დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარების საქმეში, იტყობინება ეუთო.


“ბელგია დაეხმარება კონფლიქტების აცილებასა და კრიზისების მართვაში, რომლის დროსაც ყურადღებას გაამახვილებს კოსოვოზე და “გაყინულ კონფლიქტებზე“ მოლდოვაში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღზე. ეუთოს არ გააჩნია რესურსები, რომ აიძულოს ეს ქვეყნები მოაგვარონ კონფლიქტები, თუმცა შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს მათ მოგვარების პროცესში, თუ იქნება ამის სურვილი დაინტერესებული მხარეებიდან“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


კარელ დე გიუხტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ეუთო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button