ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში საზენიტო ტყვიამფრქვევი ამოიღეს

შერეულმა სამშვიდობო ძალებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საზენიტო ტყვიამფრქვევი და მობილური რადიოსადგური ამოიღეს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.  


ამავე ინფორმაციის თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სოფელ დმენისში შერეული სამშვიდობო ძალების და ეუთოს დამკვირვებელთა მიერ 13-14 იანვარს განხორციელებული მონიტორინგის დროს იქნა აღმოჩენილი.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი  დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საზენიტო ტყვიამფრქვევი სოფელ დმენისში ჯავის რაიონიდან შეიტანეს.


“საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სოფლებში ვეტმფრენით გეგმავს ჩასვლას. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება ჩამოეგდოთ ნებისმიერი მფრინავი ობიექტი, რომელიც უკანონო ფრენებს განახორციელებდა სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში და ოქრუაშვილის ვეტმფრენი გამონაკლისი არ იქნება“, – განაცხდა ბარანკევიჩმა. 



 

Back to top button