
ახალი ამბები
აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რვაწლიანი პატიმრობა შეეფარდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გოგი კუპრეიშვილს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ასევე ჯარიმის სახით 370 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
გოგი კუპრეიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ბათუმის სასამართლოს განაჩენს “პოლიტიკურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.
გოგი კუპრეიშვილი სამართალდამცავებმა 2004 წლის მაისში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.