skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის სომხური დიასპორა “ანტი-სომხური“ ტენდენციის გამო შეშფოთებულია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის სომხური დიასპორის ლიდერები 12 იანვარს დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და რეგიონის ხელმძღვანელობის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, რათა პროტესტი გამოეხატათ “იმ უარყოფითი ფაქტების გამო, რაც ბოლო დროს რესპუბლიკის სომხური მოსახლეობის მიმართ დაფიქსირდა“, – იტყობინება “აფსნიპრესი“.


ახალი წლის დამდეგს სოხუმში სომხური სკოლოს გარეთ აფეთქება მოხდა და სომხური დიასპორის წარმომადგენელთა თქმით, “ანტი-სომხური“ პროკლამაციები გავრცელდა.


“ანალოგიური ფაქტები ცოტა ხნის წინათ დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ სიტუაციის დრამატიზირებისგან თავი შევიკავეთ, თუმცა გვინდა ხელისუფლების პოზიცია გავიგოთ [ამასთან დაკავშირებით]“, –  იტყობინება “აფსნიპრესი“ სომხური დიასპორის საბჭოს თანათავმჯდომარის მარიეტ თოფჩიანის სიტყვებზე დაყრდნობით.


შეხვედრაზე აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი “კარგი შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობებით და ჩვენ არ დავუშვებთ საზოგადოების გახლეჩას“.


მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო სათანადო ყურადღება მიექცია სომხური დიასპორის პრობლემებისთვის.“მაგრამ ახლა [დე ფაქტო]მთავრობა და პარლამენტი ძალ-ღონეს არ იშურებენ ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – დასძინა მან.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button