skip to content
ახალი ამბები

ფრინველის გრიპის “პანიკა“ ქათმის მწარმოებლებს საშიშროებას უქმნის

გაზეთი “24 საათი“ 13 იანვარს იტყობინება, რომ ქათმის გრიპის გამო ატეხილმა პანიკამ საშიშროება შეუქმნა ქათმისა და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს, რომელთა თქმითაც, მეფრინველეობის პროდუქციის გაყიდვა “ახალი წლის შემდეგ ფაქტიურად შეჩერდა“.


მეფრინველეობის პროდუქციის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები გაკოტრების ზღვარზე იმყოფებიან, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, თუ ფრინველის განადგურების საჭიროება დადგება, “რადგანაც, დღემდე, ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები მეფრინველეობის დარგის დაზღვევაზე უარს აცხადებენ“.


“თუმცა ასეთი საფრთხის შესახებ მთავრობაში ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ. ამ ეტაპზე გაურკვეველია, მთავრობა მოსალოდნელი კრიზისის დაძლევას რა გზებით აპირებს და გატარებული ღონისძიებებით ქვეყანაში მეფრინველეობის დარგის გადარჩენას მოახერხებს თუ არა…მთავრობა მიმდინარე ღონისძიებების განხორციელებაშიც კი არათანმიმდევრულია“, – ნათქვამია გაზეთში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button