skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: თბილისში ცხინვალის წარმომადგენლებს საფრთხე არ ემუქრებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 იანვარს განაცხადა, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს “საფრთხეს არ უქმნის“.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა უარყო ქართული მხარის წინადადება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის თბილისში 18-20 იანვარს გამართვის თაობაზე და ამის მიზეზად უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა დაასახელა.


“ჩოჩიევს არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისში. ეს უბრალოდ სასაცილოა. მან ეს მშვენივრად იცის. რაღაც საბაბების მოყვანა ამ პროცესის გადასადებად და გასაჭიანურებლად არავის არ გამოადგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button