ახალი ამბები

ხაინდრავა გალის რაიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციის ამოქმედებას ითხოვს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიდი ტალიავინს და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში დსთ–ს კოლექტიური ძალების მეთაურს სერგეი ჩაბანს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც კრიმინოგენული ვითარების გაუარესების გამო გალის რაიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციის ამოქმედებას ითხოვს.


“აფხაზური მხარე უძლურია ადგილზე აკონტროლოს სიტუაცია, ხოლო ოთხმრივი საგამოძიებო ჯგუფი არასაკმარისად ეფექტურია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ გთავაზობთ რაიონში სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის ამოქმედებას, რომელიც საწყისი იქნება [ქართული და აფხაზური] მხარეების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის“, – ნათქვამია მიმართვაში.


ხაინდრავა ასევე აღნიშნავს, რომ მანდატი რუს სამშვიდობოებს ავალდებულებს შეაჩეროს უკანონო ბანდ–ფორმირებების მოქმედება, რაც  “სამწუხაროდ არ სრულდება“.

თუმცა სახელმწიფო მინისტრი ასევე მიუთითებს, რომ “მანდატის მიხედვით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კოლექტიური სამშვიდობო ძალების კომპეტენციაში არ შედის“.


ბოლო ორი კვირის განმავლობაში გალის რაიონის სოფლების მოსახლეობაზე  კრიმინალური თავდასხმის რამოდენიმე ფაქტი მოხდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button