ახალი ამბები

თბილისი გალის რაიონში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გალის რაიონის ქართულ სოფლებში “აფხაზური ბანდიტური დაჯგუფებების მოქმედებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ნათლად მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ვერ, ან არ აკონტროლებს ვითარებას რეგიონში“.


სამინისტროს ინფორმაციით, 6 იანვარს, გალის რაიონის სოფლებში: თაგილონში, გუდავასა და ლეკუხონეში უცნობი ბანდიტური დაჯგუფების ექვს კაციანი რაზმის მიერ გაძარცვის მიზნით განხორციელდა რამოდენიმე ყაჩაღური თავდასხმა ადგილობრივ სამარშრუტო ავტობუსებზე. ამასთან, თაგილონში განხორციელებული თავდასხმისას ბანდიტებმა გაიტაცეს ავტომანქანის მძღოლი, ადგილობრივი მკვიდრი მალხაზ ოყუჯავა და მის დასაბრუნებლად ოჯახისაგან 50 ათასი ლარი მოითხოვეს.


თბილისი გალის რაიონში ეუთო/გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე აღიარებს კრიმინოგენული ვითარების გაუარასებას გალის რაიონში, სოხუმი იქ ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ გალში მომხდარი დანაშაულები ეთნიკურ საფუძველზე არ ხდება.


თბილისი ასევე ითხოვს გაეროს პოლიციის განთავსებას გალში, რომელიც ადგილობრივ სამართალდამცავებს გაუწევს კონსულტაციებს. ანალოგიური შენაერთი უკვე თანამშრომლობს ქართველ სამრთალდამცავებთან ზუგდიდში. თუმცა, აფხაზური მხარე გაეროს პოლიციის განთავსების წინააღმდეგაც გამოდის და ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ  ანალოგიურმა შენაერთმა ზუგდიდში ვერ შეძლო კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button