
ახალი ამბები
გერმანელი ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებს
გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
შესაბამის, ორწლიან კონტრაქტს ხელი გერმანელმა მწვრთნელმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა 9 იანვარს მოაწერეს. გერმანელი მწვრთნელის ანაზღაურება, კონტრაქტის მიხედვით, კონფიდენციალურია.
“საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რათა შევქმნათ ნაკრები, რომელიც შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლოს”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ტოპმიოლერმა, რომელიც ორჯერ იყო დასახელებული გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად.
დღესვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა.
ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით ლევერკუზენის ბაიერმა 2002 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია, სადაც მადრიდის რეალთან დამარცხდა.