ახალი ამბები

ქრონოლოგია – 2005

» ქრონოლოგია: 200420052006

















იანვარითებერვალიმარტიაპრილიმაისიივნისი
ივლისიაგვისტოსექტემბერიოქტომბერინოემბერიდეკემბერი

იანვარი


5 იანვარი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დასავლეთ უკრაინის სამთო კურორტ ტისოვეცში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. 


5 იანვარი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი ახალი დატოვებული ჰქონდა, პრეს-კონფერენციაზე დაგმო ახალი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ ცალკეულმა მაღალჩინოსნებმა “არმია უარეს მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე ის რევოლუციამდე იყო” და მას “აბსურდული” უწოდა.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=8543


12 იანვარი – სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
https://civil.ge/geo/article.php?id=8555


15 იანვარი – თბილისში კინოსტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქართული კინოთეკის დიდი ნაწილი განადგურდა.


17 იანვარი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ [საქართველოში] პოსტრევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს ალიბი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისა და ადამიანის უფლებების და დემოკრატის სტანდარტების უგულვებელყოფისათვის, აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულება საქართველოს გადასაწყვეტია.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=8626


21 იანვარი – პანკისის ხეობაში ვითარებას შინაგანი ჯარის ნაცვლად, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. მოიხსნა ასევე პანკისის ხეობაში მიმავალ გზაზე არსებული შინაგანი ჯარის ბლოკ–საგუშაგოები.
 
21 იანვარი – საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა პოზიცია ამერიკელი დიპლომატის ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმესთან მიმართებაში და გადაწყვიტა საქმის ხელახალ ძიებაში დაბრუნება. ფრედ ვუდროფი, რომელიც არსებული ინფორმაციით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი იყო, 1993 წლის აგვისტოში თბილისის მახლობლად საკუთარ მანქანაში მოკლეს.
https://civil.ge/geo/article.php?id=8671


25 იანვარი – ძალაში შევიდა კანონი “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ”, რომელიც მეწარმეებს 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს  და აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს. სასჯელისაგან გათავისულდებიან ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. ანალიტიკოსებმა გააკრიტიკეს კანონი, როგორც არაეფექტური.


25 იანვარი – აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.


26 იანვარი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სტრასბურგში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა გააცნო.
https://civil.ge/geo/article.php?id=8708


31 იანვარი – ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გლდანის ეპარქიის მოძღვარს, საპატრიარქოს მიერ განკვეთილ მღვდელს ბასილ მკალავიშვილს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა დარბევასა და იაღოველთა ლიტერატურის დაწვაში დასდო ბრალი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თებერვალი


1 თებერვალი – თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია, რომელთაც სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გაიწვევენ. ამით აშშ-ს მორიგი სამხედრო დახმარებით ოფიციალურად დაიწყო “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა.”  ახალი ამერიკული პროგრამით გაწვრთნილი ჯარისკაცები სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას. 2005 წელს ამერიკის მთავრობამ ამ პროგრამის ფარგლებში 60.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
https://civil.ge/geo/article.php?id=8754


2 თებერვალი –  გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი პოლიციელი, არიან დაჭრილებიც. ოფიციალურმა თბილისმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ აფეთქდა დიდი ოდენობით ტროტილი და 80-100 კგ პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც დამონტაჟებული იყო შენობის წინ “ვაზ-21 011“ ტიპის ავტომანქანაში და დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა.
https://civil.ge/geo/article.php?id=8764


3 თებერვალი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შემზარავი ინფორმაცია გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე. „ეს იყო უბედური შემთხვევა. პრემიერ-მინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა“, განაცხადა მერაბიშვილმა. ოფიციალურმა პირებმა გამორიცხეს მკვლელობის ფაქტი და განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილი ტრაგიკული შემთხვევა იყო, რაც ნახშირჟანგით (CO) მოწამვლამ გამოიწვია.    
https://civil.ge/geo/article.php?id=8773
https://civil.ge/geo/article.php?id=8811
https://civil.ge/geo/article.php?id=8826


8 თებერვალი – მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. თავდაპირველად, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა პრეზიდენტის არჩევანი, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ იგი მხარს დაუჭერს ახალ კანდიდატურას.
https://civil.ge/geo/article.php?id=8833


10 თებერვალი – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.
https://207.218.249.154/geo/article.php?id=8854


10 თებერვალი –  პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია საჭიროდ პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ოფიციალური ვერსიის გადამოწმების მიზნით, როგორც ამას ოპოზიციური ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“ მოითხოვდა პარლამენტის სხდომაზე.


11 თებერვალი – პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი მთავრობა წარადგინა.   https://civil.ge/geo/article.php?id=8850


11 თებერვალი – რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადების შესახებ მოლაპარაკებები თბილისში უშედეგოდ დასრულდა.  https://207.218.249.154/geo/article.php?id=8875


11 თებერვალი – თბილისში აშშ-ის დიპლომატის სახლის ეზოში დაუდგენელი პირის მიერ ნასროლი ხელყუმბარა აფეთქდა. მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.


12 თებერვალი – აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართა.
https://civil.ge/geo/article.php?id=8882


16 თებერვალი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში პირად წარმომადგენლად დანიშნა.


17 თებერვალი –  პარლამენტმა 175 ხმით 24-ის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ 17-წევრიან  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
https://civil.ge/geo/article.php?id=8927


18 თებერვალი –  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისში ჩამოვიდა.  თბილისში ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე მან უარი განაცხადა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე, რაც ოფიციალური ვიზიტის პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. ეს ქართულმა მხარემ “არამეზობლურ ჟესტად” შეაფასა და ოფიციალური ვიზიტი სამუშაო ვიზიტით შეცვალა.
https://civil.ge/geo/article.php?id=8939


18 თებერვალი –  პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე.


23 თებერვალი – პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კოტე კუბლაშვილის კანდიდატურის არჩევას. კოტე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადა 10 წლით განისაზღვრება.


26 თებერვალი – საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ, რომლის მიხედვითაც 12 თვიანი სამხედრო სამსახური 18 თვემდე გაიზარდა.


28 თებერვალი – უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმის უკან კრიმინალური ჯგუფები დგას.
https://civil.ge/geo/article.php?id=9035


მარტი


1 მარტი – თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე სიგარეტით ვაჭრობა აიკრძალა.


1 მარტი –  კოალიციის ძალების ფარგლებში 573 ქართველი სამხედრო გაემგზავრა ერაყში. შედეგად, ქართველ სამხედროთა რაოდენობა ერაყში 900-მდე გაიზარდა; საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობასთან ერაყში გაგზავნილი კონტიგენტის შეფარდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კოალიციის ძალებში.


2 მარტი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოველი კოლეგის ვლადიმერ ვორონინის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვია.

მსგავსი/Related

Back to top button