skip to content
ახალი ამბები

საქართველო შეიარაღებული ძალების რაოდენობას პოტენციურად ზრდის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვარს ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ძალების მაქსიმალური რაოდენობა 31,868-ს არ უნდა აღემატებოდეს.


წინა კანონის მიხედვით, ორივე უწყების ძალების მაქსიმალური რაოდენობა 29,703 კაცით იყო განსაზღვრული. 


ახალი კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ძალების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 26 ათას სამხედროს, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ძალების რაოდენობა – 5,868 სამხედროს. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად, თავდაცვის სამინისტროს ჯარების რაოდენობა 21,468-ს შეადგენს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button