skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი უარყოფს აშშ-ს შუამავლობას საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს უარყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შუამავლის როლს თამაშობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებაში.


15 დეკემბერს ვაშინგტონში ევროპის ინსტიტუტში გამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ “საქართველოში ჩვენ ვამცირებთ განხეთქილებას თბილისს, მოსკოვს და დანარჩენი საქართველოს ადგილობრივ ლიდერებს შორის“.


“კარგადაა ცნობილი, რომ არსებული მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთი ხელს უწყობს ქართული-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებას. ჩვენ არაფერი ვიცით აშშ-ს მიერ “თბილისსა და მოსკოვს შორის განხეთქილების შემცირების“ თაობაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა.


15 დეკემბრის გამოსვლაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინაში თავისუფლების განხორციელება, უკრაინისა და საქართველოს ხელშეწყობა ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად და კავკასიაში რეფორმების განხორციელება იქნება აშშ-ს ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი 2006 წლისთვის.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button