
ახალი ამბები
სააკაშვილის და ბაღაფშის შესახვედრად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ 2006 წლის დასაწყისში, შესაძლოა თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის შეხვედრა შედგეს.
“შეხვედრა იგეგმება. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს… მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ ულტიმატუმების ენაზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
28 დეკემბერს სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ შეხვდება, რაც მხარეები საომარი მოქმედებების არ განახლებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)