ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა

Heritage Foundation/Wall Street Journal–ის ყოველწლიური კვლევის – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2006 – თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 0,31 ერთეულით გაუმჯობესდა. შედეგად, საქართველომ ე.წ. “უფრო მეტად არათავისუფალთა“ კატეგორიიდან “უფრო მეტად თავისუფალთა“ კატეგორიაში გადაინაცვლა.


2006 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევაში, რომელიც 161 ქვეყანას მოიცავს, საქართველო 2,98 ქულით 68–ე ადგილზეა. დაბალი ქულები უფრო სასურველია. მაღალი ქულები მიუთითებს მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის მაღალ ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების დაბალ დონეზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button