ახალი ამბები

“დევნილი” მოსამართლეები დამოუკიდებელი სასამართლოს გადარჩენისთვის პრეზიდენტს მიმართავენ

დღეს უზენაესი სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ, რომელთა წინააღმდეგ დისციპლინარული დევნაა დაწყებული, დღეს ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ხელისუფლება სასამართლო სისტემაზე ზეწოლასადა “არასწორი“ სასამართლო რეფორმის გატარებაში დაადანაშაულეს.

“დამოუკიდებელი სასამართლოს გადარჩენის“ მიზნით მოსამართლეები პრეზიდენტს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნიან.


მოსამართლეები რეფორმების გატარებას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ აცხადებენ, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ და მასში მონაწილეობა ექსპერტებმა და საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.


მოსამართლე მერაბ ტურავამ, რომელიც საკუთარ თავს და თავის კოლეგებს “დევნილ“ მოსამართლეებს უწოდებს, დღეს გენერალური პროკურატურა და ძალოვანი უწყებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.


მოსამართლეებმა ხელისუფლებას კონსტიტუციის 84-ე მუხლი შეახსენეს, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია.

მსგავსი/Related

Back to top button