ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური.


რუსულმა მხარემ თავისი გადაწყვეტილება “ფიტოსანიტარული პრობლემების“ და საქართველოს მიერ “საერთაშორისო და რუსეთის სანიტარული მოთხოვნების“ დარღვევით ახსნა.


რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დროებითი შეზღუდვები ძალაში იქნება, სანამ საქართველო არ აღმოფხვრის საერთაშორისო და რუსეთის სანიტარული მოთხოვნების დარღვევის მიზეზებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button