
ახალი ამბები
თბილისში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ჩამოდის
დღეს თბილისში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ანატოლი კინახი ჩამოდის.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტისას ანატოლი კინახი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრთან.
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს ქართველი კოლეგა ლევან ჭოლაძე უმასპინძლებს.