ახალი ამბები

საკრედიტო რეიტინგის სააგენტო საქართველოს “დადებით შეფასებას“ აძლევს

საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Standard and Poor’s–მა საქართველოს “B+“ გრძელვადიანი და “B” მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა და განაცხადა, რომ “პროგნოზი დადებითია“.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 7 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიესალმა საქართველოს პირველ მოხვედრას საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში.


Standard and Poor’s საკრედიტო მიმომხილველმა ლუკ მარშანმა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეიტინგზე პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა “საქართველოს მთავრობის მტკიცე პოლიტიკურმა ვალდებულებამ განახორციელოს გონივრული ფინანსური პოლიტიკა და საბაზრო პირობებზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები“.    


თუმცა, მიმომხილველმა იქვე დასძინა, რომ რეიტინგების დონე იზღუდება საგარეო ლიკვიდურობის სუსტი მაჩვენებლებით, ინფლაციის ჯერ კიდევ მაღალი დონით და ინფრასტრუქტურული განვითარების აუცილებლობით, სუსტი ინსტიტუციონალური გარემოს და რეგიონალური კონფლიქტებიდან გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობის კონტექსტში“.


Standard and Poor’s-ის მიხედვით, მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი “B“ გამოირჩევა მნიშვნელოვანი მახასიათებლებით; ამ რეიტინგში ვალდებულების ამღებ პირს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულება.  


საქართველოს მთავრობის მცდელობა, კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირების გზით გაეზარდა შემოსავლები, გამართლდა; 2006-2008 წელს არსებული ფისკალური დეფიციტები (მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)  2-3.5%) შემოსავლების ამ წყაროთი დაიფარება. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და მოცულობითი საპრივატიზაციო შემოსავლები განაპირობებენ GDP-ში საგარეო ვალის წილის 2006 წლისთვის 32%-მდე შემცირებას და 2008 წლისთვის – 28.4%-მდე. შესადარებლად, 2002 წელს
იგივე მაჩვენებელი 61%–ს წარმოადგენდა. ‘B’ რეიტინგის მედიანა 2005 წლისათვის წარმოადგენდა 60.6%-ს.


სააგენტო ასევე აცხადებს, რომ რეიტინგების შემცირებას განაპირობებდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა. ამას თან ერთვოდა რეგიონალური კონფლიქტები, რაც აფერხებს რეფორმების განხორციელებას და რეგიონით ინვესტორთა დაინტერესებას.


Standard and Poor’s-ის გათვლებით, მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის სტაბილიზაცია.


“საქართველოს განვითარების პოზიტიური პერსპექტივა მთავრობის ერთსულოვან მიდგომაში გამოიხატება. აუცილებელია გააზრებული რეფორმების დანერგვა და რეგიონალურ პოლიტიკაში არასტაბილურობის აღმოფხვრა … განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესი, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს. გაუმჯობესებული საკრედიტო გარემო ასევე გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რესტრუქტურიზაციასა და სამთავრობო ანგარიშების გამჭირვალობას“, – განაცხადა ლუკ მარშანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button