ახალი ამბები

მოსამართლეებმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მოტივით უზენაესი სასამართლო დატოვეს

6 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს.


ამ სიახლემ კრიტიკის ახალი ტალღა ააგორა ხელისუფლების მიმართ მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების გამო.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის 23 ივნისს მოაწერა ხელი, ის მოსამართლეები, რომლებიც 2005 წლის 31 დეკემბრამდე დატოვებენ თანამდებობას, თავიანთი ხელფასის ოდენობის პენსიას მიიღებენ.


ოპონენტები და ზოგიერთი მოსამართლე აცხადებს, რომ ეს ცვლილება წარმოადგენს იარაღს იმ მოსამართლებზე ზეწოლისთვის, რომლებიც ხელისუფლების ზეწოლას არ ემორჩილებიან. 


“ამ მოსამართლეებს ემუქრებიან, რომ თუ ისინი ახლა არ გადადგებიან, მათ არანაირი სოციალური უზრუნველყოფა აღარ ექნებათ, მათ შორის პენსიებიც“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ.


მერაბ ტურავა ერთ-ერთი იმ მოსამართლეთაგანია, რომელიც ხმამაღლა ალაპარაკდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის მიერ მოსამართლეებზე განხორცუიელებულ ზეწოლაზე. ორივემ, კუბლაშვილმა და ცერცვაძემ უარყვეს ბრალდებები.


ამჟამად, მერაბ ტურავას და დანარჩენი 17 მოსამართლის საქმეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან თავიანთი მოვალეობების არასათანადო შესრულებაში, სასამართლო დისციპლინარული კომისია განიხილავს. თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთი იარაღია მოსამართლეებზე ზეწოლისთვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button