skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო

თბილისში 29-30 ნოემბერს საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში მხარეები სამოქმედო გეგმაში ჩამოსაყალიბებელ მიდგომებზე, პრინციპებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.


ევროკავშირის მხრიდან დელეგაციას ევროკომისიის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი კურტ იული ხელმძღვანელობს, საქართველოს მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი.


საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button