skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთი 2006 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს განსაზღვრავს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 1 ნოემბერს 2006 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც შემოსავლები 901 მილიონი რუსული რუბლით (დაახლოებით 31,4 მილიონი აშშ დოლარი) განისაზღვრა. საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, ხარჯებიც ანალოგიურ თანხას შეადგენს. ინფორმაცია საბიუჯეტო პარამეტრების სხვა დეტალების შესახებ უცნობია.


ოქტომბერში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ რეგიონის 2005 წლის ბიუჯეტმა 800 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა (დაახლოებით 28 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო 2007 წლისათვის ბიუჯეტი 1,2 მილიარდ რუბლამდე (42,1 მილიონ აშშ დოლარამდე) გაიზრდება.


2 ნოემბერს რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობამ ეფექტური მუშაობა დაიწყო, რასაც შემოსავლების ზრდა მოყვა შედეგად. “წელს აფხაზეთს მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია“, – განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button